19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
თურქეთის ტერაქტიდან მეორე დღე - "კურიერთან" მგზავრები მომხდარზე ყვებიან

სტამბოლში იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი. რუსთავი 2-ის კორესპონდენტი ათათურქის აეროპორტში მგზავრებს გაესაუბრა.

მათი თქმით, ისინი შეშფოთებული არიან მომხდარით, თუმცა აცხადებენ, რომ ტერორისტებს არ უნდა მისცენ საზოგადოების დაშინების უფლება. სწორედ ამიტომ, როგორც ამბობენ, არ აპირებენ, რომ შეცვალონ გეგმები.

მათთვის გაუგებარია ტერორისტების მიზნები და ხაზს უსვამენ იმ მძიმე შედეგს, რომელიც ტერორისტებმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ დატოვეს.

საგამოძიებო მოქმედებები ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ვრცელდება სავარაუდო ტერორისტის ფოტოც, ასევე რამდენიმე ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.

 

დღის ამბები