სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქეთს საქართველოს პრემიერმა. მისი თქმით, ტერორიზმი კაცობრიობის საერთო მტერია, რომელსაც არა აქვს ეროვნება და რელიგია.
მან ამის შესახებ მუსულმანური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ იფთარზე უმასპინძლა და მუსლიმანებისთვის რამაზანის თვე მიულოცა.
პრემიერმა საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს მშვიდობიან და მეგობრულ თანაარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება. მიღებას თურქეთისა და თურქმენეთის ელჩებიც დაესწრნენ.
„ტერორს არ გააჩნია არ ეროვნება, არც რელიგია და სამწუხაროდ, არც საზღვრები. დღევანდელი მსოფლიო აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორიც ეს იყო ცოტა ხნის წინ. ჩვენ, საერთო ძალისხმევით, უნდა დავდგეთ ცივილიზებული კაცობრიობა ერთად, რომ კაცობრიობის უმწვავესი გამოწვევა დავძლიოთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.