პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია იმ სამართლებრივი აქტების გაბათილებას ითხოვს, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2015 წელს სოლოლაკის ბაღების და სოლოლაკის მაღლობის მშენებლობისთვის გასცა.
საია-ს შეფასებით, ეს მშენებლობები უკანონოა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც წარადგენენ.
”პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში სულ გაცემულია სამი სამშენებლო ნებართვა. ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი ეხება ორ მათგანს. საუბარია სოლოლაკის მაღლობის და სოლოლაკის ბაღების სასტუმრო კომპლექსების მშენებლობაზე," - აღნიშნა საია-ს იურისტმა, სულხან სალაძემ.