ათათურქის აეროპორტი შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობს, თუმცა, 2 დღის წინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, აეროპორტში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ქალაქში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქები ამბობენ, რომ ტერორიზმის შიში მათთვის უცხო არ არის.
მოქალაქეები ვითარების დასტაბილურებისთვის ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს მოელიან. სტამბოლში ამბობენ, რომ მათ უსაფრთხო გარემოში სურთ ცხოვრება.
ავტორი: ანა წერეთელი.