პრემიერმინისტრის მოწოდებაზე, რომ დაინტერესდნენ საგარეჯოელი მევენახეების პრობლემებით, განცხადება გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 50 მევენახის ყურძნის ჩაბარებისთვის კუთვნილი თანხა მიითვისა. არც პრემიერ-მინისტრის და არც სოფლის მეურნეობის მინისტრს მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
კახელი მევენახეების პრობლემაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს. მისი თქმით, პრობლემა გლეხებს მხოლოდ საგარეჯოს რაიონის სოფლებში არ აქვთ. ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2014 წლის მოსავლის ფული გლეხებს არც სიღნარის და არც გურჯაანის სოფლებში არ აუღიათ.
“ეს პრობლემა, რომ 2014 წლის მოსავლის ფული გლეხებს არ აუღიათ, დღესაც დგას არა მარტო საგარეჯოს რაიონის სოფლებში, არამედ იგივე პრობლემაა გურჯაანის რამდენიმე სოფელში და სიღნაღის რამდენიმე სოფელში. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას დღეს იგებს პრემიერი კვირიკაშვილი. ეს ადამიანები დადიან უწყებიდან უწყებაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სასამართლოდან სასამართლოში, მაგრამ დღემდე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.