ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მაია მიმინოშვილმა მედიას საგამოცდო პროცედურების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ტესტები ნოუთბუქში იქნება ჩატვირთული, პასუხების ფურცელი უცვლელი რჩება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და ის 22 ივლისს დასრულდება.