ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში საგანგაშოდ აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერს საჯარო წერილითაც მიმართავს.
ასოციაციაში ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა შეხვედრები მთავრობასთან, თუმცა არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი მათი მხრიდან არ გადადგმულა.