ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 19 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
100-ზე მეტ დაშავებულს ამ დრომდე სტამბოლის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ.
ბაქირ ქოის კლინიკაში არაერთი დაშავებული იმყოფება, მათ მოსანახულებლად ოფიციალური პირებიც მივიდნენ. ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებით, სიტუაცია რთულია, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ანა წერეთელი.