19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გახსნეს - ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

თბილისში თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებენ. თურქეთის საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ოფიციალური პირების გარდა ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

საელჩოში მთავრობის წევრები და დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს. მთავრობის წევრების თქმით, სტამბოლის ტერაქტი არამხოლოდ თურქებს, არამედ ყველას შეეხო.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი თბილისის მერმაც გააკეთა. მისი თქმით, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

თურქ ხალხს სამძიმარი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გამოუცხადეს.

თურქეთის ელჩმა საქართველოში მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

დღის ამბები