თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს. გამოცემების ნაწილი წერს, რომ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. მან გლდანის მერვე დაწესებულება 2012 წელს დატოვა.
ჩატაევი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით კი ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი იყო.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო. ყოფილი მთავარი პროკურორი კურიერის ზარებს არ პასუხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩატაევი დაჯგუფება იარმუკს ხელმძღვანელობს. ახმედ ჩატაევს ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალ შიშანთან, რომლიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერია.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ია გულიაშვილი, ტატო გურგენიძე, მამუკა მირიანაშვილი.