ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები თეთნულდის სათხილამურო ტრასის მიწების საკითხს ადგილზე შეისწავლიან - ეს გადაწყვეტილება უწყებამ დღის ბოლოს სოფლების - მუვახისა და მესტიის მაცხოვრებლებთან პირველი შეხვედრისას მიიღო.
ადგილობრივების განმარტებით, პრემიერმინისტრი სამი წლის წინ მათ მიწებზე სასრიალო ტრასის გაყვანის გამო, კომპენსაციის გადახდას დაპირდა, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.
იმ შემთხვევაში თუ დანაპირები დროულად არ შესრულდება, ადგილობრივი მოსახლეობა მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს. საუბარია 500 ოჯახზე, რომლებიც იმ ტერიტორიას, სადაც ამჟამად თეთნულდის სათხილამურო ტრასა კეთდება, სათიბად იყენებდნენ.