ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
დღეიდან 1 აშშ დოლარი 2.3093 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3200 ლარს შეადგენდა. 1 ევრო კი 2.5661 ლარი გახდა მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5861 ლარს შეადგენდა.