თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მგლებმა 17 სული ცხვარი დაგლიჯეს. შემთხვევა ვახტანგ გობეჯიშვილის სახლში მოხდა. დაზარალებულმა დახოცილი ცხვრები დილით ნახა.
მოსახლეობა პრევენციული ღონისძიებებისთვის სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვს.
ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, ცხვრებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით დამარხავენ.