ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტები პრემიერმინისტრს და მთავრობის წევრებს წარუდგინა.
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, თქმით, განათლების გაძლიერებას მაქსიმალური ყურადღება ექცევა.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლებული ახალგაზრდობა, რომ ამ ახალგაზრდების ცოდნა ისევ დ ისევ გამოყენებული იყოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ აისში გაიმართა.
პრეზენტაციის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს გაეცნო.
განათლების მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის ახალი ხედვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.