თბილისის სანიაღვრე სისტემის შენახვისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს განვითარების ფონდში.
მერაბ მეტრეველის განცხადებით, დაპირების მიუხედავად, 7 მილიონი ლარის ნაცვლად ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 3 მილიონზე ნაკლები გამოიყო.
პაატა ბურჭულაძის ფონდი ხელისუფლებისგან ანგარიშს ითხოვს.
„ვერც ერთი ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თბილისში,“ - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.