იუსტიციის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომელთა გადამზადების პროცესს იწყებს. პირველი ტრენინგი 2 და 3 ივლისს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლების 17 თანამშრომელს ჩაუტარდება.
ტრენინგის მონაწილეები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიასა და ეტიკეტს შეისწავლიან, შემდეგ კი თავად შეითავსებენ ტრენერის ფუნქციას.
პროექტი ჯერ თბილისის, შემდგომ კი რეგიონების ფილიალებსაც მოიცავს.