როკის ლეგენდები ბათუმში - დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი და ტიმ ოუენსი უკვე ზღვისპირა ქალაქში არიან. საღამოს კი ბრაიან ჰაუსს ელოდებიან.
ერთობლივი კონცერტი ხვალ, 7 საათზეა დაგეგმილი. შესრულდება 14 კომპოზიცია მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
როკის გაორკესტრებულ ვერსიას ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. უცხოელებთან ერთად, კონცერტში ქართველის მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.