შსს-ს მომსახურების სააგენტომ ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კამპანიის ფარგლებში კვირეული დაიწყო.
ბათუმის ანბანის კოშკთან სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისათვის მოწყობილი კუთხე დაათვალიერეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ შექმნილი ვიდეო რგოლები ნახეს და ამ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ერთი კვირის განმავლობაში მომსახურების სააგენტო ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ პროგრამებზე შესთავაზებს.