19 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
საბანაო სეზონის დაწყებამდე გარმოს დაცვის სამინისტრო წყლების მონიტორინგს აწარმოებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სააგენტოს უფროსთან ერთად, კუს ტბაზე სინჯების აღების პროცესს პირადად დაესწრო.

ამჯერად სააგენტოს სპეციალისტებმა გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრე. ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლების ქიმიური დანაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება.

საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ზედაპირული წყლების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.

დღის ამბები