აქცია, სახელწოდებით "გვასუნთქეთ სუფთა ჰაერი", იმართება ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ.
რუსთაველის გამზირზე პარტიზანი მებაღეები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები დღეიდან პეტიციის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. 12-პუნქტიანი პეტიციით მშენებლობების სწორად დაგეგმარებას, მწვანე საფარის გაზრდასა და საწვავის ხარისხის კონტროლს ითხოვენ.