ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელთან. ერთმანეთს ნისანის მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 7 ადამიანმა, მათგან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
მსუბუქ ავტომანქანაში ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.