19 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი დევდორაკის ხეობაში მომხდარ სტიქიას ჰესების მშენებლობას უკავშირებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დევდორაკის ხეობაში მომხდარ სტიქიას ჰესების მშენებლობას უკავშირებს.

შალვა ნათელაშვილი დღეს ხეობაში ჩავიდა და დამეწყრილ ზონაში გზის აღდგენის სამუშაოებზე ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

პარტიის ლიდერი მთავრობისგან თერგის ხეობაში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.

“სახეზეა ეკოლოგიური გენოციდი, ჩადენილი ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის მიერ. ჩვენ მათ ძალიან მალე დავსჯით და შემოდგომიდან აქ ჰესების მშენებლობა იქნება სამუდამოდ აკრძალული,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები