19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული - ირაკლი სესიაშვილი

„სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული,“ - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ახმედ ჩატაევზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

ირაკლი სესიაშვილი ჩატაევთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმარი იყო და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.

 „ჩვენს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან. სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული. ილოცოს იმიტომ, რომ მასაც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი უკანონოდ იყო დაკავებული და, თუ ის ტერორიზმით ბრალდებული იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება საქმეს ბოლომდე გაყვებოდა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახმედ ჩატაევი "ორი ლიმონკის ჩადების" ბრალდებით იყო დაკავებული და არა ტერორიზმის. 

მისი თქმით, ჩატაევს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს, სწორედ ამიტომ არ სურდა მისი ციხიდან გათავისუფლება.

„ამაზე სწორედ სააკაშვილს მოუწევს პასუხისგაცემა. ამაზეა ნათქვამო, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ასე რომ ცდილობს, ჩვენს ქვეყანას ავნოს, იმიტომ შემოუტრიალდა ეს ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილი ადასტურებს, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოს მოქალაქე არ არის.

დღის ამბები