შანხაისა და ჰონგ კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია მეიბურგ ვაინ მედიას ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.