სულხან მოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს. დღის ხუთი საათიდან აქ სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. მანამდე ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
ეკლესიაში ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილი. სულხან მოლაშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.