ახმეტის ორ სოფელში სავარგულები და ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
სტიქიის მიზეზი ახმეტის მუნიციპალიტეტში ორი მდინარის ადიდება გახდა, რის გამოც მოსახლეობას სავარგულები დაეტბორა.
წყალმა ვენახები, სიმინდის ნათესები და ბოსტნეული დააზიანა.
ადიდებულმა მდინარემ ალავერდის მონასტრის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც დატბორა.