2016 წელს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 12,9%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში.
მონაცემები ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს საქართველოში სულ 2 მილიონ 636 319 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. გასულ წელს კი 2 მილიონ 335 310.
2016 წლის განმავლობაში ჩამოსული ვიზიტორების 26% - აზერბაიჯანიდან, 24% -სომხეთიდან, 21% - თურქეთიდან, 15% კი რუსეთიდან შემოვიდა. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 11% შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების მხოლოდ 15%-მა გამოიყენა მგზავრობისთვის თვითმფრინავი, 1%-მა - გემი და ამავე რაოდენობის ადამიანებმა კი მატარებელი გამოიყენა.
2016 წელს საქართველოში 18 718 ამერიკის მოქალაქე იმყოფებოდა.