19 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
თბილისის 103-ე სკოლაში პირველ სექტემბერს სწავლა ვერ დაიწყება

თბილისის 103-ე სკოლაში პირველ სექტემბერს სწავლა ვერ დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის დასრულება ხელშეკრულების თანახმად 2 ივნისამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამშენებლო კომპანია ვადის გადაწევას ითხოვს.

მიზეზად სახელდება დემონტაჟის განმახორციელებელი სხვა კომპანიის მიერ ვადების წელიწადნახევრით დარღვევა.

მშენებარე სკოლასთან დღეს გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სერგო რატიანის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არაკანონიერ ხარჯვას.

 

დღის ამბები