19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სტიქია აჭარაში - რეგიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს

სტიქია აჭარაში - ბათუმში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა რეგიონში პრობლემები შექმნა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.

სანიაღვრე სისტემებმა წყლის ნაკადის გატარება ვერ შეძლო, რის გამოც დატბორილია საცხოვრებელი სახლები. 

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ძლიერი წვიმის გამო მახუნჯარუში გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 5 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.  წვიმა აჭარაში ხვალაც შენარჩუნდება.  

ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის ცვლილება წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული და ამ დრომდე პროექტით გათვალისწინებული უბნების დასრულება უნდა მომხდარიყო. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.

 

 

ავტორი: დავით კაკულია, სოფო ვარდიაშვილი. 

დღის ამბები