სტიქიაა გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელ სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა, დაიტბორა საკარმიდამო ფართობები. დატბორვა ემუქრება რამდენიმე ოჯახს.
მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე.
მობილიზებული იყო მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ წუთებში გურიაში აღარ წვიმს.