19 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები - პრემიერი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იმყოფება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მოკლე დროში მოხდება.

ამის შესახებ განცხადება კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო და მას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საკამოდ მძიმე შედეგებიც აქვს.

"მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები," - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ალავიძე, იმყოფებოდნენ. 



დღის ამბები