მოსახლეობის მორიგი უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია, ამჯერად პერევში გაიმართა. აქციის ფარგლებში, სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.