19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"გალობანი სინანულისანი" პირველად აჟღერდა

ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრმა ზაალ წერეთელმა დავით აღმაშენებლის აღსარებაში მუსიკალური ჟღერადობა აღმოაჩინა. გალობანი სინანულისანი პირველად აჟღერდა. ზაალ წერეთელი დარწმუნებულია, რომ ძველ ხელნაწერებში მუსიკალური დამწერლობის ყველაზე ადრეული ფორმის საკვანძო პრინციპს მიაგნო.

საუკუნეების წინ, წერისას მეფემ თხზულება საგალობლად ჩაიფიქრა. დროთა განმავლობაში დავითის გალობანი ღვთისმსახურებიდან ამოიღეს.

დავით აღმაშენებლის მიერ შერჩეული მელოდიების აჟღერება ანზორ ერქომაიშვილის მოსაზრებით, შეიძლება კანონის საეკლესიო ღვთისმსახურებაში დაბრუნების წინაპირობა გახდეს, ამიტომ ფონდი ქართული გალობისთვის კვლევის ნევმირებულ წიგნად გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კონსერვატორიაში კი ფიქრობენ, რომ სანოტო სისტემასთან ერთად, ნევმირებული გალობანი სინანულისანის დამუშავება შეიძლება ძველი ტრადიციის ფრაქტიკაში დანერგვის საფუძველი გახდეს.

 

ავტორი: თაკო 

დღის ამბები