გურიაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მხარის გუბერნატორის თქმით, დათვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანაზღაურების გაცემა დაზარალებულებისთვის კი მოგვიანებით მოხდება.
უხვმა ნალექმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი დააზარალა - ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები და გზები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
„შტაბი მუშაობს, ითვლება ზარალი, დაახლოებით ოთხი საათისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავცემთ მონაცემებს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ადამიანის დაღუპვის ფაქტი არ გვქონია. ის ობიექტები, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი ძალებით თავად გავაკეთოთ, ზარალს გამოაკლდება, დანარჩენი, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ველოდებით მიზნობრივ ტრანსფერს,“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.