01 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
პაპი ფრანცისკე საქართველოში ჩამოვა და ლოკომოტივის სტადიონზე მესას ჩაატარებს

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში შედგება.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.  

პაპი ფრანსისკო, არსებული ინფომრაციით, მესას მიხეილ მესხის, იგივე ლოკომოტივის, სტადიონშე ჩაატარებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. 

გარდა ამისა, საქართველოში მყოფი პაპი შეხვედრებს გამართავს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან. 

2-დღიანი ვიზიტის დროს რომის პაპი მცხეთაში ჩავა და სვეტიცხოვლის ტაძარს მოინახულებს. 

საქართველოს შემდეგ პაპი აზერბაიჯანში ჩაავა და იქ გამართავს შეხვედრებს. 

 

 

დღის ამბები