თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამკილომეტრიან გზაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ბილიკზე დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა.
სულ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებით შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.