ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზა გახსნილია. გზაზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, დაათვალიერა. ის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ) სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გზის აღდგენითი სამუშაოები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი აღდგენილია და გზა გახსნილია.