საჯარო სამსახურში თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და გათავისუფლების პროცედურებთან დაკავშირებთ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
მათი თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმეტესობას საკუთარი განცხადების საფუძველზე აქვს დატოვებული თანამდებობა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. საია რეკომენდაციით მიმართავს პარალამენტს, გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზები.
„არ არის სათანადოდ განსაზღვრული რა ქმედებებისთვის შეიძლება დაეკისროს საჯარო მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საჯარო დაწესებულებები თავს არიდებენ დისციპლინური წარმოების ჩატარებას და ურჩევნიათ, რომ სხვა, მაგალითად, პირადი განცხადების ან სამსახურებრივი შეუთავსებლობის საფუძვლით მოახდინონ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება, რაც ნაკლებ დასაბუთებას მოითხოვს," - აცხადებს საია-ს იურისტი, ნინო ცოფიშვილი.