ახალგაზრდა იურისტების ინიციატივით საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის თაობაზე დისკუსია გაიმართა, რომელიც ძალაში 2017 წლიდან შედის.
შეხვედრაზე სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ახალი კანონი დეტალურად განიხილეს.
ახალგაზრდა იურისტების განმარტებით, საჯარო მოხელეს სასამართლოს გარეშეც უნდა შეეძლოს საკუთარი არგუმენტების წარდგენა და საკუთარი უფლებების დაცვა.