19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ცენტრ პოინტის კლიენტები საკუთარი ბინების მიღებაში დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ

ცენტრ პოინტის დამფუძნებელი, დირექტორი და მათი ორი თანამშრომელი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან, კომპანიისგან დაზარალებულები კი კუთვნილ ქონებას უკვე სახელმწიფოსგან ითხოვენ. ათეულობით ოჯახი ან ბინის მიღებას ან თანხის დაბრუნებას ელოდება.

დაზარალებულების სურვილი არასერიოზულად მიაჩნია რჩეულიშვილების ადვოკატს.

მარინა ცუცქირიძე აცხადებს, რომ მშენებლობები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთოდ შეჩერდება.

ის, რომ ყველა ვერ დაკმაყოფილდება, არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

თაღლითობის მუხლის დადგენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, კომპენსაციის მიღების შანსი მხოლოდ კონკრეტულ საქმეში დაზარალებულებს აქვთ.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები