19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"ნანა ალექსანდრიას ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი" დღეს ახალი სახელით გაიხსნა

ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს ახალი სახელით გაიხსნა. 11 წლის განმავლობაში ტურნირი ცნობილი ქართველი დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას, სახელს ატარებდა, თუმცა ფოთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე "ფოთის საერთაშორისო ფესტივალის" სახელით იმართება.

გადაწყვეტილება არ მოსწონთ მოჭადრაკეთა ნაწილს. სპორტსმენები ამბობენ, რომ ტურნირი ნანა ალექსანდრიას სახელს უნდა ატარებდეს.

სახელწოდების შეცვლით უკმაყოფილებას არ მალავენ ტურნირის მონაწილეებიც, რომლებიც ფოთში "ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირში" საასპარეზოდ ჩავიდნენ.

საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდება საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით შეეცვალა, რომელშიც საჭადრაკო სკოლასთან ერთად ფოთის მერიაც შედის.

ადგილობრივმა მთავრობამ დღეს გადაწყვეტილების განმარტება არ ისურვა. ოპოზიცია კი ტურნირის სახელის ცვლილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

თავად ნანა ალექსანდრიას ფესტივალთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უსაუბრია.

საერთაშორისო დიდოსტატმა კარიერის განმავლობაში 12 ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო. ალექსანდრია ევროპის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.

 

 

ავტორი: შოთა კიკნაძე  

დღის ამბები