ავსტრალიელი ექსტრემალის საქართველოში მოგზაურობას უკვე ათასობით ნახვა აქვს. ექსტრემალმა რამდენიმე ნომერი თბილისში შეასრულა.
შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში კი ქემერონ ტრეისმა უცნაური და სახიფათო ჩექაუთი გააკეთა. ანუ ტურისტი, რომელმაც ბათუმში სასტუმროს ნომერი იქირავა, შენობა ბოლო დღეს ფანჯრიდან დატოვა.
ექსტრემალური ნომერი თავად გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
ბათუმისა და თბილისის გარდა, უცხოელმა ექსტრემალმა საქართველოს სხვა რეგიონებიც მოინახულა. იმყოფებოდა სვანეთშიც. დაამზადა სპეციალური ვიდეორგოლიც, რომელიც ასევე youtube-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
ექსტრემალმა საქართველო უკვე დატოვა.