19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40  სესიაზე მიიღეს.

სესიას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები შედიოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, "კომიტეტის წევრი  ქვეყნებისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს". 

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული. ხოლო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.

დღის ამბები