ცენტრ პოინტის დაკავებული დირექტორის გუკა რჩეულიშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული.
სხდომა რჩეულიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების დასადასტურებლად იმართება.
გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, თუმცა რჩეულიშვილი თავად აპირებდა ჩაბარებას. როგორც მან დაკავებამდე კურიერთან საუბრის დროს აღნიშნა, ის შეეცდება დაადასტუროს მისი უდანაშაულობა.
გუკა რჩეულიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მას და მის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ.