19 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
13-ჯერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია - დაიღუპა თუ არა თარხან ბათირაშვილი, ამ დრომდე დაუდგენელია

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის გარდაცვალების შესახებ.

ოფიციალურად თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის, დაღუპვის ცნობას არც ერთი სახელმწიფო არ ადასტურებს. დაზუსტებით არც პანკისის ხეობაში იციან, მოკლეს თუ არა ისლამური სახელმწიფოს ე.წ. თავდაცვის მინისტრი.

ისლამური სახელმწიფოს ე.წ. თავდაცვის მინისტრის გარდაცვალებაზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები საუბრობენ.

2013 წლიდან დღემდე ინტერნეტში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 13-ჯერ გავრცელდა, მათ შორის 2016 წლის მარტში რამდენჯერმე.

ამა წლის 8 მარტს ამერიკის სახელმწიფო უწყებებზე და პენტაგონზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერდა, რომ ომარ ალ შიშანი საჰაერო შეტევის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბათირაშვილი დაიჭრა და მან მხოლოდ კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. 

 

 

ავტორი: დავით კაკულია

 

დღის ამბები