მორიგი ტერორისტული აქტი საფრანგეთში. ამჯერად ტერორისტების სამიზნე ნიცაა. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, რასაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი კი დაშავდა.
კურიერი ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89.