19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ნიცაში 4 ქართველს ეძებენ - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონეს თქმით, მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ 4 ქართველს ეძებენ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არიან ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეები. 

ელჩის თქმით, მათ ახლობლები ვერ უკავშირდებიან. ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებითვე, საკონსულო და საელჩო მათ მოძებნაში აქტიურად ჩაერთო.

ელჩის თქმით, გუშინ ისინი ნიცაში იმყოფებოდნენ. საელჩოსთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა, საბოლოო ინფორმაციის დადასტურებამდე, მათ ვინაობას საელჩო არ ახმაურებს. 

ამ დრომდე დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველების ყოფნას საელჩო არ ადასტურებს, თუმცა ეკატერინე სირაძის თქმით, ყველა დაღუპულის ამოცნობამდე დადასტურებულად იმის თქმა, რომ ქართველები არ არიან მათ შორის, შეუძლებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები