ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების აქციამ ოპერის შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა თანამდებობა დატოვოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა. ამ მოთხოვნით ისინი კულტურის მინისტრსა და მთავრობის მეთაურს მიმართავენ.
ოპერასთან შეკრებამდე აქცია კულტურის სამინისტროსთან და მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. კულტურის სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს. ადმინისტრაციის განმარტებით მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.