სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს პოტენციური ამომრჩევლების განახლებული მონაცემები გადასცა. მონაცემების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიას განაახლებს.
ამომრჩეველთა სიები წელს პირველად საინიციატივო ჯგუფებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-16 დღისა.
ამომრჩეველთა სია არჩევნებამდე კვლავ განახლდება, მანამდე კი მოქალაქეებს ID ბარათების აღება უფასოდ 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.