19 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა ოპერის შენობასთან აქცია გამართეს

ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების აქცია ოპერის შენობასთან გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა,  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნით ისინი კულტურის მინისტრსა და მთავრობის მეთაურს მიმართავენ.

ოპერასთან შეკრებამდე აქცია კულტურის სამინისტროსთან და მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

კულტურის სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს. ადმინიტრაციის განმარტებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები